
პაპილოქეა - Papilocare Gel ვაგინალური გელი 5მლ 7 ცალი
გამოიყენება ადამიანის პაპილომავირუსული (HPV) ინფექციის დროს.
Papilocare®
პირველი, კვლევებით დადასტურებული ეფექტურობის მქონე პრეპარატი HPV ვირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის დაზიანებების პროფილაქტიკისა და ადიუვანტური მკურნალობისთვის.
პაპილოქეა® 5.0 მლ #7 ვაგინალური გელი რეკომენდირებულია HPV-ით ინფიცირებული ქალებისთვის (18 წელზე უფროსი ასაკის) მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა ვირუსით გამოწვეული დაზიანებები (ASCUS ან LSIL).
პაპილოქეას მოქმედება უზრუნველყოფს ლორწოვანის გარსის რეეპითელიზაციას, რეპარაციას, რეჰიდრატაციას, ანტიოქსიდანტურ დაცვასა და იმუნომოდულაციას, ასევე ზოგად ანტისეპტიკურ, ანტიმიკრობულ, ანტიფუნგალურ და ანტივირუსულ ეფექტებს.
შემადგენლობა:
ჰიალურონის მჟავას ნიოსომები: აუმჯობესებენ ქსოვილების ზედაპირულ ჰიდრატაციას, უზრუნველყოფს ლორწოვანის ელასტიურობას.
ბეტა-გლუკანის ნიოსომები: უზრუნველყოფს ლორწოვანის იმუნური და ანტიოქსიდანტური დაცვის გაძლიერებას.
ცენტელა აზიატიკას ფიტოსომები : ლორწოვანზე ახდენს რეპარაციულ ზემოქმედებას.
BioEcolia®: ალფა-ოლიგოგლუკანი, ასტიმულირებს სასარგებლო ბაქტერიალური ფლორის ზრდას და აღადგენს მიკროორგანიზმების ბალანს საშვილოსნოს ყელისა და საშოს არეში.
ალოე ვერა: ახდენს ლორწოვანი გარსის ჰიდრატაციას და რეგენერაციას.
Coriolus versicolor: ახდენს საშვილოსნოს ყელისა და საშოს დაზიანებებისა/მიკროდაზიანებების რეპარაციას. შემადგენლობაში შემავალი პოლისაქარიდივგამოირჩევა ანტივირუსული, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო და აღმდგენი მოქმედებით. მისი ანტიოქსიდანტური და იმუნომოდულაციური თვისებების გამო ხშირად გამოიყენება სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობებში.
ნიმის ექსტრაქტი: ამშვიდებს გაღიზიანებულ ლორწოვანს, ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილის აღდგენას, გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტიფუნგალური, ანტისეპტიკური ოქმედება
ჩვენება:
ადამიანის პაპილომავირუსული (HPV) ინფექციის დროს
• HPV -ით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დაზიანებების მკურნალობა
• HPV-თან დაკავშირებული ცვლილებების პრევენცია და მკურნალობა
• საშვილოსნოს ყელის დისპლაზია, კიბოს წინარე მდგომარეობა
• საშვილოსნოს ყელისა და საშოს ლორწოვანი გარსის სიმშრალე
• HPV ან ანთების შდეგად დაზიანებული ლორწოვანი გარსის აღსადგენად
• საშვილოსნოს ყელის, საშოს არეში გაღიზიანების, ქავილის და ანთების შესამცირებლად
გამოყენება:
მკურნალობის ხანგრძლივობაა 6 თვე, მაგრამ შეიძლება გაიზარდოს ექიმის დანიშნულებით.
სასურველი შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია მკურნალობის სრული კურსის ჩატარება.
რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება მენსტრუაციის შემდეგ.
პირველ თვეში უნდა გამოიყენოთ თითო კანულა დღეში - 21 დღის განმავლობაში, შემდეგ შეისვენოთ შემდეგი 7 დღე.
მე-2-დან მე-6-ე თვემდე 21 დღის განმავლობაში თითო კანულა უნდა იქნას გამოყენებული ყოველ მეორე დღეს.
მენსტრუაციის დროს პაპილოქეას გელით მკურნალობის შეწყვეტის რეკომენდაცია დაკავშირებულია პაციენტის კომფორტთან და არა კლინიკურ შეუთავსებლობასთან.
სასურველია Papilocare® გელის გამოყენება ძილის წინ.
გვერდითი მოვლენები:
Papilocare®-ს აქვს უსაფრთხოების მაღალი პროფილი და არ გამოვლენილა სერიოზული გვერდითი რეაქციები კლინიკურ კვლევებში.
ერთადერთი გვერდითი რეაქცია, არის გაღიზიანება გამოყენების შემდეგ (სიხშირე 10000-დან ერთზე ნაკლებია), რაც უფრო ხშირია ქალებში ძალიან მგრძნობიარე, ან მნიშვნელოვნად დაზიანებული გენიტალური ზონით, ან პოსტმენოპაუზის მქონე პაციენტებში მაღალი ვაგინალური Ph-ით. (pH=7). თუ ეს ეფექტი იქნება, უნდა გაზარდოთ დოზებს შორის ინტერვალები (ყოველ 3 დღეში) და მიმართეთ ექიმს.
სპეციალური მითითება:
-Papilocare® გელი არ უნდა გამოიყენონ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
-თუ გამოყენების შემდეგ იგრძნობთ დისკომფორტს, შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
-არ არსებობს მონაცემები Papilocare® გელის გამოყენების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ვაგინალურ კონტრაცეპტივებს (მაგ., ვაგინალური რგოლი, ქალის პრეზერვატივი). ამიტომ, პაპილოკარის გელი არ არის რეკომენდებული ამ ტიპის კონტრაცეპტივების გამოყენებით ქალებისთვის.
-ორსულობის დროს გამოყენება უნდა მიმდინარეობდეს მხოლოდ სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ
ინახება : 2–25 °C.

